ბევრმა მომხმარებელმა როდი იცის განსხვავება ევაკუატორების კატეგორიებს შორის და, შესაძლოა, შეცდომით სტანდარტული ევაკუატორი გამოიძახოს, როცა კონკრეტულ შემთხვევაში სპეციალიზირებული ევაკუატორი იყო საჭირო. რა თქმა უნდა, ჩვენი ოპერატორი მაქსიმალურად გაერკვევა შექმნილ სიტუაციაში წინასწარ და დაგეხმარებათ სწორი ევაკუატორის შერჩევაში, თუმცა უმჯობესია, მომხმარებელიც ერკვეოდეს, რომ მომავალში აირიდოს თავიდან უაზრო ხარჯები.
დღეს განვიხილოთ სტანდარტული ევაკუატორის შემდეგ ყველაზე გამოყენებადი – ევაკუატორი ობობა. ის სტანდარტულ ევაკუატორზე შედარებით დიდი ზომისაა და მთავარი დამახასიათებელი ნიშანია მანიპულატორი, ეგრედ წოდებული „ობობა“, რომელიც ავტომობილის აწევაში და ევაკუატორზე განთავსებაში გვეხმარება.
რა შემთხვევებშია საჭირო ევაკუატორი ობობას გამოყენება?
- როდესაც სივრცის ნაკლებობაა, რომ სტანდარტული ევაკუატორი დადგეს შესაბამის მდგომარეობაში, რათა მოხდეს თქვენი ავტომობილის აყვანა ჯალამბარით ევაკუატორის კორპუსზე.
- როდესაც ავტომობილის ბორბლები ბლოკირებულია ავტო-საგზაო შემთხვევის შედეგად.
- როდესაც სატრანსპორტო საშუალება ჩარჩენილი ორმოში და ამის გამო მისი ჰორიზონტალურად გადაადგილება შეუძლებელია და სხვა…
მიზეზი შესაძლოა სხვადასხვა იყოს, თუმცა დაახლოებით სიტუაციას უნდა ვხვდებოდეთ, როდის გვჭირდება ავტომობილის ვერტიკალურად აწევა, რათა მოხდეს ევაკუატორი ობობის გამოძახება. აქვე გეტყვით, რომ როგორც Helpo-ში, ასევე სხვა ნებისმიერ კომპანიაში თუ კერძო მძღოლთან ევაკუატორი ობობას მომსახურება სტანდარტულ ევაკუატორთან შედარებით დაახლოებით 1.5 – 2-ჯერ ძვირია. ამიტომ, უმჯობესია, ზუსტად ვიცოდეთ, რა სიტუაციაში რა ტიპის ევაკუატორი გვჭირდება.
ჩვენი კომპანიის არჩევის შემთხვევაში, ევაკუატორი ობობა თქვენამდე მაქსიმუმ 30 წუთში მოვა, თანაც ჩვენი სერვისით სარგებლობა ხომ 24 საათის განმავლობაში შეგიძლიათ, კვირის ნებისმიერ დღეს, ოფიციალური უქმე დღეების ჩათვლითაც კი.
ამიტომ თამამად დარეკეთ 557 637 637-ზე, როდესაც ევაკაუტორი ობობას ან ნებისმიერი სხვა ტიპის ევაკუატორის გამოძახების საჭიროება დაგიდგებათ და ჩვენ უმოკლეს დროში მოვალთ, შევასრულებთ თვენს დავალებას ყველაზე იაფად და ხარისხიანად.
გამოიძახე ობობა საუკეთესო ფასად – დაგვირეკე და ჩვენ მოვალთ ყველაზე სწრაფად. უმაღლესი ხარისხით შევასრულებთ თქვენს დავალებას. გამოიძახე ობობა ევაკუატორი მთელი საქართველოს მასშტაბით. დარეკე 24 საათის განმავლობაში. ჩვენი ობობა ევაკუატორი მოვა უმოკლეს დროში!
ობობა ევაკუატორიიაფად
როდესაც სისწრაფე, ფასი და მომსახურების ხარისხი ერთნაირად მნიშვნელოვანია – ასეთ დროს იდეალური ვარიანტია ჰელპოსთან დარეკვა. ობობა ევაკუატორი დაგჭირდა? რა დროც არ უნდა იყოს, სადაც არ უნდა იყო, მთელი საქართველოს მასშტაბით, ჩვენ მოვალთ ყველაზე სწრაფად და ყველაზე იაფად მოვაგვარებთ თქვენს პრობლემას.
✅გამოცდილება 6 წელზე მეტი
✅რეაგირების უმცირესი დრო 30 წუთზე ნაკლები
✅უმცირესი ტარიფი – დაფარული ხარჯების გარეშე
✅მეგობრული და პროფესიონალური სერვისი
✅ხაზზე ვართ 24 საათი დღეში, 7 დღე კვირაში
მომხმარებლები ჩვენს შესახებ
ხშირად მიწევს ისეთ ავტომობილებთან მუშაობა, რომელთა ევაკუატორის პლატფორმაზე აგორება უბრალოდ შეუძლებელია. ხან ავტო-საგზაო შემთხვევის შედეგად, ხან უბრალოდ ბორბლებია დაბლოკი, მიზეზი სხვადასხვაა, თუმცა ასეთ დროს ყოველთვის ვიყენებ ჰელპოს ობობა ევაკუატორს. განსაკუთრებით ავტო-საგზაო შემთხვევის დროს უაღრესად მნიშვნელოვანია სასწრაფო რეაგირება, რასაც ჰელპოს ჯგუფი ყოველთვის პირნათლად ასრულებს და ევაკუატორი ობობა ჩემამდე ყოველთვის უმოკლეს ვადებში მოდის. ყველას ვურჩევ ჰელპოს ობობა ევაკუატორის გამოყენებას! უკვე მრავალი ავტომობილის ევაკუაცია მოვახდინე ჰელპოს დახმარებით. ობობა ევაკუატორს ვიყენებ პრაქტიკულად ყოველ მეორე დღეს და დარწმუნებული ვარ ჩვენი თანამშრომლობა კიდევ მრავალი წელი გაგრძელდება.
ვაჟა მგალობლიშვილიავტო ასისტენტი
გამოვიყენე უკვე მეორედ ობობა ევაკუატორი. მინდა დიდი მედლობა გადავუხადო ჰელპოს უსწრაფესად შესრულებული სამუშაოსთვის. საკმაოდ მიუდგომელ ადგილას იყო ჩემი ავტომობილი, თუმცა წარმატებით და უმაღლესი ხარისხით მოახერხეს მისი ამოყვანა არხიდან. საკმაოდ იაფი და უსწრაფესი სერვისი. ყველას გირჩევთ გამოიყენოთ ჰელპოს ობობა ევაკუატორი.
მათე მუსიკოსი
ევაკუატორი ობობა დამჭირდა გამთენიას. არ მქონდა იმედი, რომ მაგ დროს ვინმე მოვიდოდა, თანაც საკმაოდ მეჩქარებოდა. აღმოვაჩინე კომპანია ჰელპო, რომელიც 24 საათის განმავლობაში მუშაობდა. მართლაც, 30 წუთში უკვე ჩემთან იყვნენ, საკმაოდ სწრაფად აწიეს ჩემი ავტომობილი შემთხვევის ადგილიდან და გადამაყვანინეს ელიავაზე. ეს ყველაფერი ფაქტობრივად 1 საათში.
ვიტალი რეალტორი
ერთ დღეს ჩემი ავტომობილი უბრალოდ არ დაიქოქა, თანაც ისეთ ადგილას მყავდა გაჩერებული რომ სტანდარტული ევაკუატორი ვერანაირად ვერ მიუდგებოდა. იმის შემდეგ, რაც ჩემი სიტუაცია ავუხსენი, ჰელპოს ოპერატორმა დამაკვალიანა და სწორი ტექნიკა – ობობა ევაკუატორი გამოგზავნა. ჩემი ავტომობილი 10 წუთში უკვე ევაკუატორის პლატფორმაზე იყო. დიდი მადლობა ჰელპოს!
კახა მხატვარი